ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება გამოთქვამს მზადყოფნას:
- უზრუნველყოს სწავლის საფასურით სტუდენტები, რომლებიც 2022 წელს ძირითად სპეციალობად აირჩევენ ირანისტიკას;
- ხელი შეუწყოს სამივე საფეხურის სტუდენტების ჩართვას სპარსული ენის ცოდნის ასამაღლებელ ონლაინ კურსებში;
- პანდემიის დასრულების შემდეგ ხელი შეუწყოს ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გრძელ და მოკლევადიან სასწავლო გაცვლით პროგრამებში მათ მონაწილეობას;
- სტიპენდიებით უზრუნველოს გამორჩეული სტუდენტები ირანის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად;
- მოავლინოს უნივერსიტეტში ირანელი პედაგოგი სტუდენტებთან პრაქტიკული მეცადინეობებისთვის და ამით გააგრძელოს არსებული ტრადიცია.